ამჟამად საიტზეა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|
რეკლამა |
|
|
|
|
ვზივარ, შევყევი უაზრო ფიქრებს, ოთახი კვამლში დამალულია, ვეწევი ხშირად, ეს არ მაფიქრებს და დანებება თავის რთულია.
ვზივარ, ვწერ ლექსებს, ისევ ვეწევი, თითქოს ლონდონის ნისლი მეწვია, არ მახსოვს, ეხლა ამ ფიქრს ვეწვევი, ერთად ამდენი რომ მომეწია.
ვისთვის ან რისთვის, დღემდე ვერ ვხვდები, რად ვისპობთ ამით ჩვენ ჯამრთელობას მომხმარებელი როცა გახდები, დ ახელს შეუწყობ შენ, თვითმკვლელობას.
|
|
თუ საღამოა წყნარი და მშვიდი, შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი. მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი ხან მღელვარე და ხან უდარდელი.
|
|
შენ ჩემთვის ეცვი უფალო ჯვარს, ჩემთვის დაღვარე სიმართლის სისხლი. ცოდვით მოსილი ვტრიალებ გარს, თვალებს უზომო გადაჰკრავს ნისლი.
|
|
ლურჯი ზეცისკენ ჩვენ გავფრინდებით, დავემსგავსებით კუდგაჭრილ მერცხლებს. ზაფხულის სიოს შევიყნოსავთ და მიწისკენ ვისვრით ბზინვარე ვერცხლებს
|
|
ზღვაზე ტალღები კვლავ აგორდება, ქუჩაში ვიღაც გიჟივით დადის შენს თვალებს სევდა რად არ შორდება რად არ შორდება შენს თვალებს დარდი.
თებერვალია და სიცივეა და გარეთ ისევ ლამაზად ბარდნის შენი ტკივილი რარიგ მძიმეა და ეს ცხოვრებაც რა ჩქარა გადის.
|
|
იქ მინდა ახლა, შენა ხარ სადაც, მე ჩამეშალა ისევ გეგმები, და ჩემს სახლთან ხომ ახლოა ზღვა და და ჩემს სახლიდან, მოსჩანს გემებიც.
ვიცი ოდესმე ერთად ვიქნებით ჩემთვის ერთხელაც აგეტირება, მაგრამ ვხვდები რომ შენზე ფიქრები, ზღვაში გემივით ჩაიძირება.
|
|
არ ვიჯერებდი, რომ არ მენახა, მე ვუყურებდი ასე შეშლილი, მას მისი შვილი რომ დაენახა, მან ამოთხარა, თავისი შვილი.
|
|
ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, არ მიყვარსმეთქი რომ დავიჯერო, მის სურათს ისე თვალი შევავლო, მეორე წუთს კი ვერ გავიხსენო.
ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, რომ მონატრების არ ვიცი გემო და რომ არ არის ეს კაცის საქმე, დაჯდე ერთისთვის ლექსები წერო...
|
|
|
რეკლამა |
|
|
|