ამჟამად საიტზეა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|
რეკლამა |
|
|
|
|
|
ლურჯი ზეცისკენ ჩვენ გავფრინდებით, დავემსგავსებით კუდგაჭრილ მერცხლებს. ზაფხულის სიოს შევიყნოსავთ და მიწისკენ ვისვრით ბზინვარე ვერცხლებს.
გულით ლაღები და ამაყები, გარს შემოვავლებთ მოხისფრო ნაძვნარს. გახარებულნი თბილი ზაფხულით ზეცის შუაში დავიწყებთ ნარ–ნარს.
გავჩერდებით და ქვევით ჩავხედავთ მიწაზე მყოფებს: დიდებს, პატარებს სწორედ მათგან მაქვს მე ის ძალ–ღონე, ახლა ზეცაში რომ დამატარებს.
მალე შეწყდება ჩვენი სილაღე. ღამე შეგვიცვლის მოკაშკაშე მზეს და როცა ერთად დავტოვებთ ზეცას, ჩუმად ჩაგკიდებ ნაოჭიან ხელს.
|
|
|
- ნახვები: 780 -
კომენტარები: 0 -
ავტორი: ADMIN |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|