|
ვზივარ, შევყევი უაზრო ფიქრებს, ოთახი კვამლში დამალულია, ვეწევი ხშირად, ეს არ მაფიქრებს და დანებება თავის რთულია.
ვზივარ, ვწერ ლექსებს, ისევ ვეწევი, თითქოს ლონდონის ნისლი მეწვია, არ მახსოვს, ეხლა ამ ფიქრს ვეწვევი, ერთად ამდენი რომ მომეწია.
ვისთვის ან რისთვის, დღემდე ვერ ვხვდები, რად ვისპობთ ამით ჩვენ ჯამრთელობას მომხმარებელი როცა გახდები, დ ახელს შეუწყობ შენ, თვითმკვლელობას.
კვამლი მიიწევს ნელ-ნელა მაღლა, ამაში რაღა სარგებელია, ვზივარ, იმაზე კვლავ ვფიქრობ ახლა, ის გვინდა რაიც, მავნებელია.
მე ამ ბორკილებს ვერ დავეხსენი, და ჯოჯოხეთში ფერფლით მელიან, მე ეგ კოლფი ეხლა გავხსენი, და იგი უკვე ცარიელია.
და ჩემი მტერი ვხვდები ვინცაა, რადგან წამართვეს მე ეგ წამები, თითქოს საფერფლე დედამიწაა და ნამწვავები არის გვამები.
მე აღარ მოვწევ, თუმცა კვლავ ვჩქარობ, მოწევას ვჩქარობ, არ მსურს მეყოფა, სხვაზე არ ვამბობ, ჩემს თავზე ვჯავრობ, რად არ მაქვს ამის, მე ნებისყოფა.
ეხლა რომ ვიყო მე თქვენს ადგილას, მითხარ! მოწევა რაში გჭირდებათ? მოწევას ყველა იწყებს ადვილად, მერე ძალიან გაგიჭირდებათ.
და დავამთავრე მე წერა ლექსის რა დავამატო ამაზე მეტი, საათი უჩვენებს ნახევარს ექვსის და ხელში ისევ მაქვს სიგარეტი.
|