ნავიგაცია
ამჟამად საიტზეა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა
განხილვადი
უაზროდ შეყვარებული..! :X ნაწილი 2 ისტორიები
- უკაცრავად, მანდ მე ვიჯექი! - ვუთხარი მაიკოს
- შენ იჯექი, ეხლა მე ვზივარ - გამიღიმა
- ადექი ეხლავე! მანდ მე ვიჯექი!
- კაი დაწყნარდი, რა მოგივიდა? - ნიკა სკამიდან წამოხტა და მომიახლოვდა.
- მე უნდა დავწყნარდე? მე რა მომივიდა? იცი რაა?! ვერ გიტან! შენი დანახვა არ მინდა! - ხელი ვკარი და სკამზე დავასკუპე :D მე გამწარებული სკოლაში შევვარდი და კლასში ავარდი, ფანჯარასთან დავდექი და ტირილი დავიწყე. კლასში არავინ იყო, სკოლაშიც ალბათ ცოტა ბავშვი იქნებოდა, დანარჩენები ეზოში ეყარნენ. ცოტახანში ნიკა შემოვიდა, მე არ მიმიხედია, ცრემლები შევიმშრალე, მივტრიალდი და ვკითხე:
- რა გინდა?!
- შენ რა, იტირე? - დამცინავად შემომხედა
- მერე რა გაცინებს?!
- არ ვიცინი
- ხოდა თავიი დამანებე!
- რამე გაწყენინე? - მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა
- კი! - შევუბღვირე და ხელი ვკარი
- ჩაგეხუტები და გაგივლის ...
- რაა? აბა გაბედე!
ის მომიახლოვდა და ჩამეხუტა, მაგრამ მე მაინც წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ ვიშორებდი. უუუხ, მაგ დროს რა ბედნიერი ვიყავი სანამ მაიკო შემოვიდა და მობილურით სურათი გადაგვიღო ჩახუტებულებს. აი მაშინ დამემსხვრა ოცნებები:
- ერთი ამათ უყურე - სიცილისგან კინაღამ გაიხა მაია
- შენ ხომ არ გაგიჟდი? - უთხრა ნიკამ
- არა საყვარელო, ძალიან კარგად ვარ! ეხლა ეს სურათი გავრცელდება მთელ სკოლაში!
- მომეცი ეგ მობილური! - შეუბღვირა ნიკამ
- არა! - მაია გაიქცა. ნიკაც გაეკიდა. მე კიდე კლასში დებილივით ვიდექი და კარს მივაშტერდი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი მაიას ყვირილის ხმა რომ გავიგე: „ შე იდიოტო, ეს რა ქენი?!" . რაკეტასავით გავვარდი კლასიდან და რას ვხედავ: ნიკას ფანჯრიდან გადაუგდია მაიას მობილური, მე და ნიკა ვიხეოდით სიცილისგან და მაია კიდე ცოფებს ყრიდა:
- ორივე მეზიზღებით, მძულხართ! მობილურს შენ გამიკეთებ კრეტინო! - უთხრა ნიკას მაიამ
- შენ თავს დააბრალე, დაგეჯერებინა ჩვენთვის და ცოფებს არ დაყრიდი, კრეტინო! - ვუთხარი მე
- შენ ჩუ რა. გამოჩერჩეტებული გოგო ხარ და ეხლა მოგინდა ბლატაობა?!
- რა თქვი?! - აი მაშინ კი ვეცი თმებშიიიი. ნიკა გაშტერებული გვიყურებდა. მაიას ლოყაზე ჩამოვკაწრე და იმხელაზე იყვირა, მთელმა ბავშვებმა მე-4 სართულზე ამოყეს თავები. აი მაშინ კი რამოდენიმე ბიჭმა გაგვაშველა. აი მერე მე ვუთხარი:
- ჰაააჰ, ეხლა ვინაა აბა გამოჩერჩეტებული?!
- რა მიქენი შე ცოფიანო?!
- ცოფიანი შენ ხარ. მაგ ნაკაწრს ტონალურიც ვერ უშველის! - გამეცინა. მაია კი შერცხვენილი კლასში შევიდა. ბავშვები დაიშალნენ. ნიკა გაოგნებული სახით მოვიდა და მითხრა:
- რა უქენი?
- შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ არ ვნანობ.. რისი ღირსიც იყო ის მიიღო!
- ეხლა პრობლემები გექნება.
- არა!
- კი! დირექტორთან და მშობლებთან ჩაგიშვებს.
- აი დარდი!
- შესაძლებელია სკოლიდანაც გაგაგდონ.
- მერე შენ რა გენაღვლება?
- მენაღვლება!
- რატომ?
- იმიტომ რომ მი....
ამ დროს ზარი დაირეკა, მე კლასში შესვლა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა და მითხრა:
- მისმინე...
- უნდა შევიდე კლასში..
- მიყვარხარ!
- ხო, აბა რაა..
- მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! შენ?
- მეც მიყვარხარ - გამეცინა და ჩავეხუტე .
გაკვეთილები დამთავრდა. მე და ნიკამ წასვლა დავაპირეთ, მაგრამ მაიამ თავისი ჭკუით მახარა:
- ეი შენ! დირექტორთან აბრძანდი!
- იქ რა მინდა?
- რავი მე. დირექტორი გიბარებს მე კი არა!
- დაგელოდები ქეთ.. - გამიღიმა ნიკამ
- კარგი...
მოკლედ, მაიამ თურმე მე დამაბრალა და დირექტორისთვის უთქვამს, რომ მობილური მე გადავუგდეე.. მე ნიკა მაინც არ ჩავუშვი და დანაშაული ჩემ თავზე დავიტოვე. დირექტორმა იმ დებილური მობილურის გამო დამსაჯა: სკოლაში უნდა დავრჩენილიყავი და ჩემი კლასი უნდა დამელაგებინა.. კარგით-თქო. მერე დაბლა ჩასვლა დავაპირე, რომ ნიკასთვის მეთქვა რომ სკოლაში ვრჩებოდი. ჩავედი და ვხედავ როგორ კოცნაობენ მაია და ნიკა. მაშინ გული ძალიან მეტკინა. თვალებზე ცრემლები მომაწვა. ხელი შემეშალა, დამეყვირა... არ ვიცოდი რა მექნა. მივაშტერდი მათ... ბოლოს ნიკამ შემამჩნია, მაიას ხელი ჰკრა და ჩემსკენ გამოექანა, მე კი კიბეებზე ავვარდი. ისიც გამომეკიდა და თან მელაპარაკებოდა:
- ეს ის არაა რაც შენ ფიქრობ...
- მეზიზღები!
- აგიხსნი ყველაფერს..
- ვერ გიტან!
- გთხოვ მომისმინე..
- შენი დანახვა არ მინდა - მერე მივტრიალდი მისკენ - გთხოვ წადი!
- შენ არ მოდიხარ?
- წადი აქედან! - ბოლოს ცრემლები წამომივიდა და ხმამაღლა დავუყვირე.
ნიკამ თავი გაიქნია, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და სკოლიდან გამწარებული გავარდა. მე კი კიბეებზე ავვარდი და კლასში შევედი, ავიღე ცოცხი და კლასის მოგვა დავიწყე. როცა ძლივს მოვრჩი, კიბეებთან დავდექი და მობილურს დავხედე. მაშინ ვიღაცამ უკნიდან ხელი მკრა და კიბეებზე დამაგორა. მე კი გონება დავკარგე...


- ნახვები: 789 - კომენტარები: 0 - ავტორი: ADMIN

        

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ საიტი შევქმნათ მომავალში ?
 
Total vote: 353
რეკლამა
აქტიური მომხმარებლები
  • ნიკი: ADMIN
  • სიახლეები: 93
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: N1Kk@
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: agro
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: ANA
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: H4Ck3eR
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: levani_777
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: qetusa))
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: shanidze99
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: likatenieshvili
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0

  • © 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია. Free web hosting - uCoz