|
არ ვიჯერებდი, რომ არ მენახა, მე ვუყურებდი ასე შეშლილი, მას მისი შვილი რომ დაენახა, მან ამოთხარა, თავისი შვილი.
ასეთი თეთრი, ასეთი ნაზი მიცვალებული ჯერ არ მენახა, მას ანგელოზი მფარველობს, აზის, მიწა ამდენ ხანს რომ შეინახავს.
უყურეთ ასე დიდხანს, მანმადე, სახემ თანდათან ფერი იცვალა, თითქოს ცოცხალი იყო აქამდე, და მერე ჩვენს წინ, გარდაიცვალა.
შვილო მიწისთვის არ მემეტები, ჩემი ტკივილი უფრო ხშირია, ასე საფლავებს დავეხეტები, შვილო! შიბნელის არ გეშინია?
შენ რომ შეგეძლოს მეტყოდი რამეს, და ყველას ეხლა გული დაწყვიტე, მე გავითიშე თურმე იმ ღამეს, როცა შენ შვილო, სუნთქვა შეწყვიტე.
ვერ დაივიწყებს დედა ადვილად, და შენს სიცოცხლეს მე ვისურვებდე, მე უნდა ვიყო მაგ შენს ადგილას და შენ ზემოდან, მე მიყურებდე.
მე ანგელოზი ალბათ არ მიცავს, ენ ავერ აღწერს ჩემს გულისტკივილს, შენ დაგაყრიან დღეს ისევ მიწას, მე ისევ ჩუმად დავიწყებ ტირილს.
არ ვიჯერებდი, რომ არ მენახა, მე ვუყურებდი ასე შეშლილი, მას მისი შვილი რომ დაენახა, მან ამოთხარა, თავისი შვილი.
|