|
ზეციდან წყდება თეთრი ფიფქები, და თან ჩამოაქვს ნაზი ფიქრები, ფიქრები რომელშიც შენ მელანდები, ფიქრები რომელშიც შენ მენატრები,
ამ დროს სახეზე ფიფქი დამეცა მაგრამ იგი მალევე გამექცა, ნეტა სად მიდის სად იკარგება, ანდაც საერთოს სად იბადება,
თოვლში სიჩუმე, ვიჯექი მარტოდ მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი კარგო, ნეტა სადახარ სად მემალები, ასე ძალიან რად მენატრები,
კვლავაც მიყვარხარ მე შენ ძალიან წუთები კვლავაც უშენოდ გადიან, ცრემლები სახეზე სწრაფად დარბიან მე შენი სითბო ძალზედ მაკლია.
რომ მახსენდება როგორ მათბობდი, ყველა საიდუმლოს როგორ მანდობდი, ერთად რამდენ რამეზე ვნატრობდით, წვიმაშიც თოვლშიც ერთად დავრბოდით,
მე მარტო მიწევს ეხლა აქ ყოფნა, ალბათ ჩემთან არასდროს არ მოხვალ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის გელი, შენ ჩუმ ნაბიჯებს მე ყველგან ველი,
როგორ მინდა რო ერთხელ ჩამეხუტო, მერე არასდროს არ გამებუტო, როგორ მინდა რო კვლავ შენ მათბობდე, და ყველაფერს ჩვენ ერთმანეთს ვანდობდეთ,
კვლავაც მიყვარხარ შენ ჩემო კარგო, უკვე შენზე ფიქრებიც მათბობს, ამ სიტყვებს ოდნავ მაინც თუ განიცდი, მე შენ ყოველთვის ყველგან დაგიცდი.
|
|