|
თუმცა არავის არა აქვს ნება, იცქიროს უცხო ფარდების იქით, აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება, ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ, რაც აქამდე ყოფილა, იგივ იქნება და რაც
აქამდე მომხდარა იგივ მოხდება, თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი
უცვლელია უკუნისამდე. ადამიანთა მოდგმას სამი ერთგული მეგობარი
ჰყავს, სამი ნიჭი, სამი ბურჯი, სამი გზა უძვირფასესი, რწმენა, იმედი და
სიყვარული, ხოლო ამათგან სიყვარულია დიდი, სიყვარული თავად ღმერთია,
სიყვარული სურგრძელია და ტკბილი, სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ
ზზვაობს, არ მრისხანებს და განიზრახავს ბოროტს, სიყვარული იტანს ყოველივეს,
უჯერებს ყველას, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს, სიყვარული
თავად ღმერთია...
უსუყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
ჩვილი ბავშვია სიყვარული, რომელიც მუდამ მოითხოვს რწევას,
მიზეზიანობს, უსაზღვროა ძალაუფლებით, ნანაობს გულის წვიმების ქვეშ ფათერაკს
ეძებს. ჩვილი ბავშვია სიყვარული, რომელიც მუდამ მოითხოვს რწევას.
როგორ მიყვარხარ, სულ მოკლედ გეტყვი, ნუ შეგაშინებს ოღონდ სიმართლე ასე წყვდიადი სინათეს ეტრფის და ასე წყვდიადს ეტრფის სინათლე.
რად დაღალულა ყვავილები ვენერას მკერდით, მზის სიხარული, ჩემს ფანჯარას რად ერიდება, შიშით გადავშლი, ერთმანეთს რომ წერილებს ვწერდით და ჩემს არსებას, ძველი ალი მოეკიდება.
მინდა ხეხუხლებელ კლდოვან ნაპირზე, მარტოდ მარტო ვიჯდე, არავინ იყოს
ირგვლივ, ზღვა ოდნავ ტორტმანობდეს, მისი ხმაც არ ისმოდეს, მაშინ
ვიოცნებებდი შენზე, ზღვის პირზე შენი სახე წარმომიდგება, არ მინდა არც შენი
სიახლოვე, არც შენი სიყვარული, არც თანაგრძნობა, მაღალი ზღვის ნაპირი,
თვალუწვდენელი ჰორიზონტი და შენზე ოცნება.
მეფერება მზე ალერსის მთხოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამოთოვა, მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ.
გამარჯობა! როგორც კი გავიღვიძე ჩემი ფიქრები უმალ შენსკენ
გამოფრინდნენ, ჩემო მარადიულო სიყვარულო, ხან სიხარული მეუფლება და ხან
კაეშანი იმის გაფიქრებისას თუ რას მიმზადებს ბედი, მე მხოლოდ შენთან
შემიძლია ვიცოცხლო, სხვანაირად არა. გადავწყვიტე მანამ ვიხეტიალო შენგან
შორს სანამ არ შევძლებ მოვფრინდე ისე რომ გულში ჩაგიკრა, მთლიანად ჩემად
შეგიგრძნო და ამ ნეტარებით დავტკბე, ვერასოდეს! სხვა ვერ დაეუფლება ჩემს
გულს, ვერასოდეს!
ასე არასდროს არ მყვარებია შენი მშიშარა სხეულის სითბო, თითქოს პირველდ შეგახე ხელი უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ჩემო უგონო სიყვარულო, ჩემო ძვირფასო, აი, მიიღე ჩემგან ეს
მინდვრის ყვავილები, ისინი ნორჩებია და უტყვი მაგრამ მაინც თავდავიწყებით
მოისწრაფვიან შენსკენ, დამიკოცნე გაზაფხულის ფერადოვანი შემობრძანება,
ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს, ხომ გესმის, მინდა
მოგეხვიო და უჩუმრად დავჯდე შენს გვერდით, ო როგორ მინდა ვიყო ახლა შენი
ფიქრების, შენი გრძნობების წყნარ და მშვიდობიან ნავსაყუდარში, მესმის შენი
თბილი, ალერსიანი ხმა, ვგრძნობ შენს სიახლოვეს, ჩემო ძვირფასო და
სათნოებავ, სიმშვიდე და იმედი ეუფლება ჩემს არსებას, შენთან ყოფნა, შინ
ყოფნა მინდა.
იმ ვარდისფერ ატმებს, მოვიგონებ კვლავ, იმგვარადვე მდევ, იმგვარადვე მკლავ, ო, როგორ მომწყურდი, მწუხარეა დღე მწუხარეა ცა, იმგვარივე ხე.
როგორ ხარ? რამდენი საუკუნეა შენი არაფერი შემიტყვია, მხოლოდ
მოლოდინი და მოლოდინი, მოგონებები შენზე ძვირფასო, ვეუბნები მოგონებებს, ნუ
მაწვალებთ! ნუ მტანჯავთ! ჩამომეხსენით, ფიქრები დაქსაქსული და შეშფოთებული
ნაბიჯებით მოაბიჯებენ ჩემსკენ, კმარა, აღარ მინდა ისინი.
რა დამაძინებს, რა დამაძინებს, უსაშველოა წუხილი ჩემი, შენი თვალები ზღვაში ჩავძირე იმედისა და ოცნების გემი. ვერ დამათრობდა კარგი თამადაც ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე, რატომ შემხედე ასე თამამად, თვალები რატომ შემომანათე?
სიცოცხლე სიხარულისათვის გვეძლევა, ჩემო ძვირფასო, ჩემო სიხარულო,
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის, აჰა, მიიღე იგი ჩემგან, მიიღე მილიონობით
სხივი, ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი, ვარდისფერი, მზემ სისხამზე
ვარდებით მოფინა თოვლი, თოვლიც ვარდისფერი იყო, ამ ვარდისფერ ტოლებში
გაბრწყინდა, აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები და შენ მომაგონდი.
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის, ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი
შენზედ, მშვიდად იყავი, გიყვარდე დღეს, ხვალ, ჩემო სიცოცლე, ჩემო სულო,
სამრადისოდ გიყვარდეს საკუთარი თავი, მე და ჩვენ.
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ, შენ იყავ სუნთქვაც, და გულის ფეთქვაც. ერთი რამე უნდა გკითხო? – ორი მკითხე, სხვისთვისაც გიკოცნია ისე როგორც მე? – არა, არასოდეს. მეფიცები? გეფიცები... რა უბრალოა ადამიანი, რა ცოტა ჰყოფნის რომ იქცეს მიწად, და რა უმწეო ხმებით შრიალებს, რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
სამყაროში მხოლოდ ერთი, მნიშვნელოვანი რამ არსებობს, სიყვარული,
სიყვარული ეს ბედნიერებაა რომელსაც ერთმანეთს ჩუქნიან, შეიძლება ეს ღვთიური
უნარი იყოს, დაკარგული და კვლავ მოპოვებული, რომელიც უნდა დარგო და ახარო,
ან სასტიკი ტანჯვისა და საშინელი გამოცდის ფასად იყიდო, სიყვარული...
ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს, გახსოვდე მარად და მარად, არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო არ გადამეჩვიო არა.
შენ თუ მიმატოვებ, ვის უნდა შევჩივლო ვინ მეტყვის წუხილი კმარა, არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო არ გადამეჩვიო არა. _ _ _ მოდი გეძახი, ათას წლის მერე დამნაცროს ელვამ შენი ტანისამ, ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა.
ინსცენირებაში გამოყენებულია: გალაქტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის, ოთარ
ჭილაძის, პაულო იაშვილის, გოგლა ლეონიძის, მიშა ქვლივიძის პოეზია. ნიკო ლორთქიფანიძის, ოლია ოკუჯავას, ჟორჟ სანდის, და ბეთხოვენის სასიყვარულო ბარათები.
|