ნავიგაცია
ამჟამად საიტზეა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

რეკლამა
განხილვადი
სამყარო სამოთხის სარკმლიდან ლექსები
მოდი, ოცნებებში მოვკლავ მატიანეს...
გავგზავნი უფალთან მომღერალ გედებს,
ადამის მაგივრად მე ვთხოვ პატიებას
და თუ კი ცოტა ხნით დაგვითმობს ედემს,

წაგიყვან ტიტებით შეკრული მარხილით,
იქ, სადაც სამოთხის გვრიტები არიან,
შენითვე ცოდვილი, შენით ვიმარხულებ,
ჩუმად შეგავედრებ, ღვთისმშობელ მარიამს...

მზეს ჩაიხუტებენ მოლურჯო ტალღები,
საღამოს ლოცვაზე, სუნია საკმევლის.
სანთლით განათებულ ბილიკებს გავყვებით,
გაჩვენებ სამყაროს, სამოთხის სარკმლიდან.

მთვარე ცის კიბეზე, აივლის საფეხურებს,
მის შუქს აირეკლავს, ცვრიანი ედემი.
გაივლი ფეხშიშველი, ევას ნაფეხურებს,
და ჩემში უმოწყალოდ შეცოდავს ადამი...
.
გიყურებ და გამჩნევ, ვნებით მოშიებულს...
აღარც მე შემძლებია შიმშილის ატანა!
სამოთხის კარს უკან დგას ნერვებ მოშლილი,
და ცოდვის ვაშლისკენ, გვანიშნებს სატანა...

ვეხებით ნაყოფს და იწყება ხელახლა,
ზეცამ ვარსკვლავები ღრუბლებში დამალა,
თვალებით დაეძებ მაყვლის ბუჩქს შენ ახლა,
ჩემში, კი ათასჯერ იყივლა მამალმა...

აღარც ედემია, ვიღვიძებ მძინარე.
ვხდები რომ ცოდვიან მახეში გავები,
სისხლისფრად შეღებავს მზე, ახლა მდინარეს,
რომელსაც მოჰყვება გედების გვამები ...

- ნახვები: 829 - კომენტარები: 0 - ავტორი: ADMIN

        

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ საიტი შევქმნათ მომავალში ?
 
Total vote: 353
რეკლამა
აქტიური მომხმარებლები
  • ნიკი: ADMIN
  • სიახლეები: 93
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: N1Kk@
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: agro
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: ANA
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: H4Ck3eR
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: levani_777
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: qetusa))
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: shanidze99
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: likatenieshvili
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0

  • © 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია. Free web hosting - uCoz