ამჟამად საიტზეა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0
|
|
რეკლამა |
|
|
|
|
|
_მზად რატომ არ ხარ?? _ვერ წამოვალ ნიკა.. არ შემიძლია.. ისიც მეყო იმ დღეს რაც ვნახე.. _თავს ძალა დაატანე _არა ნიკა არა.. ის კუბოში.. ღმერთო.. ვერ გადავიტან..არა თავს ვერ შევიკავებ..არ ვიცი შეიძლება შოკში ჩავვარდე.. _მარი გთხოვ.. სირცხვილი არის _მეორე ოთახში დამელოდე გამოვიცვლი.. ოღონდ დამპირდი რომ მალე მოვალთ.. _გპირდები.._მალე
გამოვიცვალე და ნიკასთან ერთად სანდროს პანაშვიდზე წავედი.. თავს
დამნაშავედ ვგრძნობდი.. წინა დღით პოლიციაში ვიყავი და განვაცხადე რომ ის
სკოლის შემდეგ არ მინახავს.. არ ვიცი შეცდომა დავუშვი თუ არა მაგრამმ დროს
უკან ვერ დავაბრუნებ.. ის აღარ არის და ამას უნდა შევეგუო.. _მოვედით. _გთხოვ არ გადმოვალ _მარი_ნიკამ
მანქანიდან გადმომიყვანა და პანაშვიძე შევედით.. რამდენი მომტირალე სახე
იყო.. თუმცა რა იყო გასაკვირი 17 წლის ანგელოზი გარდაიცვალა..დედამის ძლივს
აწყნარებდნენ.. წყევლიდა მისი შვილი მკვლელს..რომ ცოდნოდა ეს ჩემ გამო
მოხდა ალბათ იქვე ყელში ხელს წამიჭერდა და მომახჩობდა..ვიდექი და მის კუბოს
დავშტერებოდი.. უკვე მეორე დღე იყო რაც ის წავიდა.. მე კი მინდოდა სულ ჩემ
გვერდით ყოფილიყო.. იმ დღეს რომ მეთქვა მიყვარხარმეთქი ნეტაა რამე
შეიცვლებოდა?? მაგრამ დრო?? ეს დასაწვავი დრო არ ჩერდება მე რას მოვერევი..
ვერც შევაჩერებ და მითუმეტეს ვერც უკან დავხევ.. არადა ყველაფერს დავთმობ
იმისათვის რომ ის ახლა ჩემ გვერდით იყოს.. ალბათ მისი სული ანგელოზებს ახლა
სამსჯავროზე მიყავს.. ღმერთო რად უნდა სანდროს გასამართლება ისედაც აშკარა
არის რომ სამოთხეშია მისი ადგილი… უეცრად ოთახში სანდრო შემოვიდა.. არა
არ მეჩვენებოდა.. წარმოიდგინეთ ზუსტად ისეთივე ოღონდ დიდი.. მისი ძმა
იყო.. მეტი არაფერი მახსოვს.. თვალები რომ გავახილე უცხო ოთახში ვიყავი.. _ნიკა სად ვარ?? _არაფერია
უბრალოდ შეწუხდი ეხლა სანდროს ოთახშI ხარ_თვალები ცრემლებით ამოვსო..
ლოგიზე წამოვჯექი.. მის ოთახს ვათვალიერებდი ამ დროს ოთახში ლიკა
შემოვიდა.. _აჰა მარი ცხელი პიტნის ჩაი მოგიტანე დალიე გამოკეთდები.. _მადლობა _ერთი წუთით აქ დამელოდე კარგი?? _კარგიი_ლიკა მალე დაბრუნდა ხელში რაღაც ფურცლები ეკავა.. _ეს
ნახე_მითხრა და ლოგინზე დააწყო_სანდრომ მომცა სამი დღის წინ გიომ დაურეკა
და შეხვედრა თხოვა.. მითხრა მე შეიძლება ცოცხალი ვერ გადავრჩეო და თუ რამე
მომივიდა მარის მიეციო.. _რატომ არ შეაჩერე _აზრი არ ჰქონდა.. მე მას
ვიცნობდი.. არ გაჩერდებოდა მისი ერთადერთი სიყვარულის დასაცავად თავიც კი
არ დაენანა..ეს კი ის ჩანახატებია რომლებიც შენ მოგიძღვნა.. ეს ბოლო არის.. ''ჩემო
ცხოვრებავ.. იცოდე მე სულ შენ გვერდით ვიქნები როგორც შენ ისურვე ზუსტად
ისე.. არასოდეს დაგტოვებ მარტო.. ნუ ეხლა ვანაში დაგელოდები კართან.. ეს
ისე ხუმრობით.. დღეს გიოს უნდა შევხვდე.. არ ვიცი რა მომელის მაგრამ შენ
გამო ჩემო ცხოვრებავ ყველაფერს გავაკეთებ.. იმედია არ მოვკვდები მე შენთან
ერთად სიცოცხლე მწყურია'' იქ ვეღარ გავჩერდებოდი.. სასტუმრო ოთახში
გავედი.. სანდროს დედასთან მივედი.. ფეხებთან ჩავიმუხლე ხელზე ხელი დავადე
და აცრემლებული თვაებით ვუთხარ.. _ნუ გეშინიათ ის მუდამ აქ იქნება
ჩვენთან.. ხომ გრძნობთ არა აი ა.. შიგ გულში რომ ზის.. მოუკალათებია და
სამუდამო ბინა დაუდევს.. არ იჯავროთ თავადაც მშვენივრად იცით რომ ის
არასოდეს დაგვტოვებს..
|
|
|
- ნახვები: 893 -
კომენტარები: 0 -
ავტორი: ADMIN |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|