ნავიგაცია
ამჟამად საიტზეა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

რეკლამა
განხილვადი
აწმყო ლექსები
რაოდენ მწარეც უნდა იყოს ჩვენი წარსული
დღეს ალბათ ყველას ტბილად მოგვაგონდება
როგორ არ იყო თავგანწირვა და სიმამაცე,
რომ მოისმოდა ბრძოლის ველზე ქვრივთა გოდება.

მანდილ მოხვეულ ქართველ დედებს ძაძებს აცმვამდნენ
და ალავერდში შეწყვიტავდნენ ზარების რეკვას,
დიდ ბრძოლის ველზე ხმალშემართულ ჩვენს დიდ წინაპრებს
შუბით გმირავდნენ, წამებს უთვლიდნენ მათ გულის ფეთქვას.

ქართული მიწის სუნი იდგა თითქოს და ყველგან,
ისე მოგვაგნო ყველა კუთხიდან ურჯულო მტერმა,
არ შეუშინდა, უცხო ხილად არ მიუღია
ისევ იჩინა თავი მყარმა ქართულმა ჭერმა.

და სიმამაცით აზვირთებულ საქართველოსთან,
ხშირად მოსულან ბუმბერაზნი კუდის ქიცინით
დღეს ფსკერ გავარდნილ, გაუმაძღარ ჭურებს მივგავართ
პატრიოტობას ფეხქვეშ ვთელავთ რაღას ვიცინით.

დაბნეულ ფარას მოგვაგონებს დღეს ქართველობა
და ლუდის კათხას, სადაც ქაფი-ქაფში ირევა,
ნახევარ წუთს რომ გვიყურებდეს დიდი დავითი
ოცდაცხრა წამში შეგვიცნობს და ბოლო წამს გადაირევა.

დღეს საქართველო ქართველების თითქმის არ არის
თუმც სიყვარული შეიგრძნობა ისევ ქართველში
და ის ყიჟინა ძველებურად მაინც არ ისმის
ქართული სული დალუქულა თითქოს სარქველში.

იქნებ მწარეა მომავალი რომელიც გველის
მაგრამ მგლის შიშით ცხვარი არვის გაუწყვეტია,
ვინც გულით ცდილობს, რომ მომავალს ტკბილი ანახოს
იმას წარსულთან ბილიკები არ უწყვეტია.

და საქართველო საამაყო წარსულის ბუდე
აწმყოში იბრძვის და მომავლის მტრის გულს უხეთქავს,
აქ ამ მიწაზე თვით კენჭიც მშობლიურია
მტკვარი სისხლია და დიდ ქვას გული უფეთქავს

- ნახვები: 816 - კომენტარები: 0 - ავტორი: ADMIN

        

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ საიტი შევქმნათ მომავალში ?
 
Total vote: 353
რეკლამა
აქტიური მომხმარებლები
  • ნიკი: ADMIN
  • სიახლეები: 93
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: N1Kk@
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: agro
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: ANA
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: H4Ck3eR
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: levani_777
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: qetusa))
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: shanidze99
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: likatenieshvili
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0

  • © 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია. Free web hosting - uCoz