| ამჟამად საიტზეა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
| რეკლამა |
|
|
|
|
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა. დადუმებულა მთაწმინდა, ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: მდინარე ნანას უმღერის რაინდსა, ურჩსა მტრისასა… მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამადავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს… მგოსანი გრძნობამორევით თვალს ავლებს არემარესა.
|
|
|
| რეკლამა |
|
|
|